ქუთაისში, ცნობილი ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგის, მხატვრის, მუსიკოსის, ფოტოხელოვანის და სამოქალაქო აქტივისტის თემურ ძიძიგურის სახლთან მემორიალური დაფა გაკეთდა.
ქუთაისის კოლორიტი და ქალაქის საპატიო მოქალაქე უმძიმეს დაავადებას, სიმსივნეს ებრძოდა და 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თემურ ძიძიგურს დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა. მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფის გახსნას მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები და რიგითი ადამიანები ესწრებოდნენ.
ფოტოები და ინფორმაცია სოციალურ ქსელში პროექტ “ლექსი კედელზე” ავტორმა შალვა კამლაძემ გაავრცელა.
კომენტარები