მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანა ასათიანი 70 წლის გახდა

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანა ასათიანი 70 წლის გახდა

ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ანა ასათიანი 70 წლის გახდა.

ანა ასათიანი 1970 წლიდან დღემდე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

შესრულებული აქვს 100-ზე მეტი თოჯინური პერსონაჟის როლი. იგი შეყვანილია ქართული თეატრის ენციკლოპედიაში და საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ამაგდარის წოდება მიანიჭა.

2023 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ  დაჯილდოებული იქნა ღირსების მედლით.

დღესვე შედგა ანა ასათიანის წიგნის პრეზენტაცია “ფიქრები საკუთარ პორტრეტთან”, ასევე მიენიჭა აკადემიკოსის სტატუსი.

კომენტარები