მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“პრემიერი” შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასაყვანად ქირაობს თვითმფრინავს, რომელიც სულ ცოტა 300,000 ლარი ჯდება”

“პრემიერი” შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასაყვანად ქირაობს თვითმფრინავს, რომელიც სულ ცოტა 300,000 ლარი ჯდება”

“პრემიერ-მინისტრი” საკუთარი შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასაყვანად, ქირაობს კერძო თვითმფრინავს, რომელიც სულ ცოტა 300,000 ლარი ჯდება, – წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

“მხოლოდ 2022 წელს, სწავლის საფასურის (2-3 ათასი ლარის) დავალიანების გამო, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 15,013 სტუდენტს.

ამ ქვეყნის “პრემიერ-მინისტრი” საკუთარი შვილის აშშ-ში სასწავლებლად წასაყვანად, ქირაობს კერძო თვითმფრინავს, რომელიც სულ ცოტა 300,000 ლარი ჯდება.

ეს არის რუსული ოლიგარქია და ამის დასრულება არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი, თითოეული ჩვენგანის თავმოყვარეობის საკითხია”, – წერს ქადაგიძე.

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით იმყოფებოდა და ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

“ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები