მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არსებობს საშიშროება, რომ ბოძი დაეცეს სახლს ან მანქანას” – ქუთაისში, ფურცელაძის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

“არსებობს საშიშროება, რომ ბოძი დაეცეს სახლს ან მანქანას” – ქუთაისში, ფურცელაძის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში, ფურცელაძის 2 ნომერში ელექტროგადამცემი ხაზი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივების თქმით, ბეტონის ბოძი მორყეულია და განსაკუთრებით ქარის დროს არსებობს საშიშროება, რომ წაიქცეს და მოსახლეობა დააზარალოს.

მათივე თქმით, სცადეს შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩაეყენებინათ, თუმცა პასუხად გადამისამართება მიიღეს და პრობლემის მოგვარება არავის უცდია.

“რომ რამე მოხდეს, მერე რა ვქნათ? არსებობს საშიშროება, რომ ეს ბოძი დაეცეს სახლს, ან მანქანას და უბედურება დატრიალდეს. აუცილებელია ვინმე დაიღუპოს ან დაშავდეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ? გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ, შიშის ქვეშ ვცხოვრობთ”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები