მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

უხვი ნალექის გამო, მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილიდან აკრძალული იყო.

კომენტარები