ქუთაისში, იმერეთში მცხოვრები და მოქმედი წარმატებული ადამიანები და კომპანიები გამოავლინეს.
კომპანია “პსპ”-ს მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებაზე, დაჯილდოვდნენ ადამიანები, რომლებიც ასახელებენ ქუთაისს და ქმნიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
პროექტის ფარგლებში გამოვლიდნენ წარმატებული მენეჯერები, მსახიობები, ექიმები, სპორტსმენები, მაშველები, ინოვაციური იდეის ავტორები და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები.
საღამო ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძეს მიჰყავდა.
– მაშველები – ეს ზაფხული უმძიმესი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. რაჭაში, კონკრეტულად კი შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. ათასობით პოლიციელი, სამხედრო, მაშველი და მოხალისე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიწის მასაში ეძებდა ჩვენს თანამემამულეებს, ეს სამუშაოები ამ დრომდეც გარძელდება.. განსაკუთრებული შრომა კი ბუნებრივია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულებს ჰქონდათ და აქვთ. პირველ ნომინანტებად ჩვენი ჩვენი მაშველები, ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ მზად არიან ჩვენი სიცოცხლე იხსნან. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იქ მიდიან, საიდანაც სხვები გამორბიან, რადგან უბრალოდ გადარჩნენ. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ორი მაშველი, პროფესიონალები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდნენ შოვში და იყო ჩართული სამძებრო ღონისძიებებში. გიორგი მაღლაკელიძეს და ერეკლე უკლებას “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში” სიგელები გადაეცათ.
– ნუგეშა გაგნიძე – “ინფო იმერეთის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა ქუთაისელი პროფესორი ნუგეშა გაგნიძე. ის გასულ წელს “საბა 2022” წლის გამარჯვებული გახდა. იგი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის დასავლეთ ევროპული და გერმანული ლიტერატურის ისტორიას. მისი კვლევის სფეროებია: გერმანული განმანათლებლობა, ნიცშეს და მე-20 საუკუნის გერმანელი ავტორების შემოქმედება. ნუგეშა გაგნიძე არის ორი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და ორი წიგნის თანაავტორი. მისი ნაშრომები შესრულებულია ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე და დაბეჭდილია საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, რუმინეთის, პოლონეთისა და სომხეთის გამომცემლობებში. ნუგეშა გაგნიძეს ეკუთვნის ნიცშეს, ბახმანის, ვაინჰებერის, ცელანის, გრასისა და რობაქიძის ნაწარმოებების თარგმანები ქართულ ენაზე.
– ლიდერი სააფთიაქო ქსელი პსპ – კომპანია პსპ 1994 წელს დაარსდა, 30 წელზე მეტია, მომხმარებელს სთავაზობს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტს. ფარმაცევტულ ბაზარზე 311 აფთიაქის მეშვეობით ემსახურება მომხმარებელს, საქართველოს მასშტაბით. ქუთაისში, პირველი აფთიაქი 2004 წლის აპრილში გაიხსნა, ეს იყო პსპ-ს მეთერთმეტე აფთიაქი, ბროსეს ქუჩაზე. ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით 41 აფთიაქია, აქედან 20 ქუთაისში. პსპ-ს სააფთიაქო ქსელში დაგხვდებათ გარანტირებულად დაბალი ფასები მედიკამენტებზე, ფასდაკლებებს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, სპეციალურ სოციალურ ფასდაკლებას პენსიონერებისთვის. პსპ ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების დამნერგავი ბრენდი საქართველოში, რომლის მიზანია ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. “ლიდერი სააფთიაქო ქსელის” ჯილდო გადაეცა რეგიონალურ მენეჯერს ლევან კლდიაშვილს.
– მირანდა ხეცურიანი – თანამედროვე მოდური დიზაინის ავეჯის სახლი “ნიტა“ 2017 წლის 12 აპრილს გაიხსნა ქალაქ ქუთაისში, ბიზნესმენ კახაბერ ლევიძის მიერ, რომელიც თითქმის 23 წელზე მეტია, აღნიშნულ ბიზნესში საქმიანობს. ავეჯის სახლი “ნიტა” ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში სთავაზობს მომხმარებელს თანამედროვე და კლასიკური დიზაინის ფართო არჩევანს, რომელიც ხარისხის საუკეთესო გარანტია. “ნიტა” თანამშრომლობს ოთხ ქვეყანასთან, კერძოდ თურქეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან და დუბაისთან. 2018 წელს ხელშეკრულება გაფორმდა თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან და ერთობლივი კავშირით საქართველოს ბაზარზე შემოაქვთ მაღალ სტანდარტზე დამზადებული ავეჯის პროდუქცია, რომელიც წარმოადგენს ექსკლუზივს საქართველოში. ავეჯის სახლი “ნიტა” ამჟამად ქუთაისში ფლობს ორ ფილიალს, სწორედ მაღალი დონის მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის წყალობით არის შედეგი კომპანიის განვითარებისა და წინსვლის. “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ პრიზი გადაეცა მირანდა ხეცურიანს.
– ლამარა ვაშაკიძე – ღონისძიებას რესტორანში შეკრებული 100-მდე საპატიო სტუმარი ამშვენებდა, თუმცა იქ მყოფი ერთ ადამიანი კიდევ უფრო შთამბეჭდავს და ისტორიულს ხდიდა ღონისძიებას. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ქუთაისში საქართველოს დამსახურებული არტისტი ლამარა ვაშაკიძე წარდგენილია ნომინაციაში “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში”. მსახიობის 90 წლის იუბილე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში სულ ცოტა ხნის წინ აღინიშნა. ლამარა ვაშაკიძეს 2014 წელს მესხიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მსახიობი 19 წლიდან ლადო მესხიშვილის თეატრში მუშაობს და 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
– ანჟელა ორჯონიკიძე – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ დაჯილდოვდა საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელის – “ევექსი ჰოსპიტლების” განვითარების დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე. მისი უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ არის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 6 სამედიცინო დაწესებულება. ამ თანამდებობამდე კი ის წლების განმავლობაში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრისა და ონკოლოგის ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა. თუმცა მანამდე, 2007-2012 წლებში იყო სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი და პარალელურად ნაზარაშვილის საოჯახო მედიცინის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და მალევე დირექტორის მოადგილე. ანჟელა ორჯონიკიძეს წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
– თამთა აფხაძე – ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ექიმი, ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა აფხაძე. ის დასავლეთ საქართველოში პირველი ქალი ოფთალმოქირურგია. უნდა ითქვას, რომ საქართველოში სულ რამდენიმე ქალი ქირურგი ოფთალმოლოგი გვყავს. ის ყოველდღიურად წარმატებით ახორციელებს ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებს და ჰყავს უამრავი მადლიერი პაციენტი. თამთა აფხაძე არის 35 წლის. ჰყავს მეუღლე, ასევე ექიმი – ქირურგი ოფთალმოლოგი ლევან ადეიშვილი, ადეიშვილის თვალის კლინიკათა ქსელის დამფუძნებელი და დირექტორი და 4 შვილი – დათუნა, ანა, თომა და ნინო.
– ნათია კილაძე – ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა “პროგრესის“ ქუთაისისა და ბათუმის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კილაძე. მას საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს და მხოლოდ მნიშვნელოვანს გაგაცნობთ. ის არის გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი. ასევე ყველაზე საამაყო ისაა, რომ დასახელდა “საქართველოს საუკეთესო მასწავლებლად და ის ფლობს საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანს. ის არის ასევე გოეთეს ინსტიტუტის სამგზის სტიპენდიატი მასწავლებელი. ბერლინის ორგანიზაცია “ღია საზოგადოება“სტიპენდიატი”. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერტიფიცირებული სკოლის დირექტორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბიზნესტექნოლოგიების საჯარო მმართველობის ფაკულტეტის დოქტორანტი. და კიდევ და კიდევ უამრავი რამ არის მის ბიოგრაფიაში.
– “დენტალ ლუქსი“ – წარმატებულ სტომატოლოგიურ კლინიკად დასახელდა ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე კლინიკა “დენტალ ლუქსია, რომელიც 17 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს. ამის დასტურია კმაყოფილი პაციენტების ის დიდი რაოდენობა, რომელიც “დენტალ ლუქსმა” ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა. კლინიკა მულტიპროფილურია, რაც ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ. “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ ნომინაციის სიგელი გადაეცა “დენტალ ლუქსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ლევან ფორჩხიძეს.
– ია გამეზარდაშვილი – რესტორანი “ამირანი“ უკვე წლებია, ყველასათვის საყვარელი და სასურველი სივრცეა. ია გამეზარდაშვილი კი, იმ რესტორნის მმართველია, რომელიც 17 წელია, მომხმარებელს სტაბილურად მაღალი ხარისხის მომსახურებით, გემრიელი კერძებითა და კომფორტული გარემოთი ხიბლავს. ყველა აღნიშნული პარამეტრით მომხმარებლის მოხიბვლა პერსონალის დაუღალავ შრომასთან არის დაკავშირებული. თუმცა იმას, რაც ნამდვილად რთულად განსახორციელებელია, წარმატებით ართმევს თავს “ამირანის“ გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც ია გამეზარდაშვილია. პროფესიონალი მმართველის მითითებებით რესტორანი “ამირანი“ ჩამოყალიბდა იმ სისტემის მქონე ობიექტად, სადაც ყველამ ზუსტად იცის თავისი მოვალეობები. ყოველი დღე წინა დღის გაანალიზებით იწყება, შეცდომებზე კი მყისიერი რეაგირება ხდება. ია გამეზარდაშვილი “წლის ლიდერ ქალად” დასახელდა.
– გურამ გიორბელიძე – ღონისძიებაზე სიგელი გადაეცა სპორტსმენს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, ბუქარესტში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა. გურამ გიორბელიძემ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მან შესანიშნავი შედეგი აჩვენა და საქართველოსაც დიდი სიხარული მიანიჭა.
– ნანა კობეშავიძე – წლის საუკეთესო ფარმაცევტად, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დასახელებულია ნანა კობეშავიძე, მან პსპ-ში მუშაობა 2011 წელს დაიწყო – ფარმაცევტად, ხოლო 2017 წლიდან დღემდე არის ქუთაისის #165-ე აფთიაქის მენეჯერი. ის არის აქტიური, კომპანიის აქტივობებში ჩართული, კრეატიული, ინიციატივიანი, მაღალი მიმღებლობის მქონე, გამოირჩევა თანამშრომლებთან კარგი კომუნიკაციის უნარით, არის კარგი ხელმძღვანელი.
– ბესო აბულაძე – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ სიგელი გადაეცა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების, დასავლეთის რეგიონალური ცენტრის, ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელს ბესო აბულაძეს. ის 5 წელია, ამ კლინიკაში ბარიატრიული და ენდოკრინული ქირურგის პოზიციაზე მუშაობს. ბესო ექიმი, პერიოდულად ევროპის რამდენიმე ქვეყნის, წამყვან კლინიკებშია მიწვეული როგორც პროფესიონალი ქირურგი, რომელიც წარმატებულ ოპერაციებს აკეთებს. მას დაახლოებით 500-მდე წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
– ნანული ცხვედიანი – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ნანული ცხვედიანი. ის 45 წლიანი ჟურნალისტური სტაჟის მქონე პროფესიონალია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთ “ქუთაისის“ კორესპონდენტად, გაზეთის “იმერეთის მოამბეში” რედაქციის განყოფილების გამგედ, “ახალი ქუთაისის” რედაქტორის მოადგილედ, 15 წელი იყო გაზეთ პ.ს-ის რედაქტორი, ახლა კი, 10 წელია, ბიბლიოთეკაში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მუშაობს ძველი ქუთაისური პრესის კვლევაზე. ის არის 5 პუბლიცისტური წიგნის ავტორი, რამდენიმეს თანაავტორი და ენციკლოპედია “იმერეთის“ ავტორი. ნანული ცხვედიანს რამდენიმე თვის წინ ქუთაისის საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა.
– მარიკა ვაჭარაძე – საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ნატოსა და ევროკავშირს უნდა დაუკავშირდეს. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი საქმის ინფორმირებას და ტირაჟირებას ქუთაისსა და იმერეთში მარიკა ვაჭარაძე ახორციელებს. ის საინფორმაციო ცენტრ “ნატოსა და ევროკავშირის“ იმერეთის წარმომადგენელია, რომელიც დღეში ზოგჯერ 10-მდე შეხვედრას მართავს, რადგან ადამიანების სწორი ინფორმირება მოახდინოს. ის პარალელურად “რეგიონული ინიციატივების ცენტრის“ დირექტორი და დამფუძნებელია. ასევე “ფერმერ ქალთა“ ასოციაციის იმერეთის კოორდინატორი. კავკასიური სახლის რეგიონული კოორდინატორი, ქუთაისის ქალთა კლუბის წევრი და 2021-2022 წლების თავმჯდომარე. 25-მდე პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.
– თამარ ჯანელიძე – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ დაჯილდოვდა დასავლეთ საქართველოს საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკურ დირექტორი თამარ ჯანელიძე. ის ნევროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომების ავტორი და ასოცირებულ პროფესორია. მან კვალიფიკაცია ევროპის ქვეყნებში (ნიდერლანდები, გერმანია, დანია, ჩეხეთი, ესპანეთი და ა.შ.) აიმაღლა, მათ შორის გაიარა პრაქტიკული სწავლება ინსულტის მართვის კუთხით გერმანიის ქალაქ უნას ევანგელისტურ კლინიკაში. 13-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნევროლოგმა პროფესიული მოღვაწეობა ქალაქ ხარკოვში დაიწყო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ 2 წლის განმავლობაში იმუშავა.
– ზეკო ხაჩიძე – სამოქალაქო თეატრის იდეას ჩვენი ინფორმაციით, ანალოგი არ გააჩნია, ეს ნიშნავს დაახლოებით სახალხო თეატრს, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საკუთარი ქალაქის ნამდვილ გმირებს, კოლორიტებს და ისტორიებს აცოცხლებენ, დოკუმენტურ მასალაზე თამაშობენ პერფორმანსს. პირველები ჟურნალისტები არიან, დაიწყეს და ელოდებიან თქვენს თანადგომას ნებისმიერი პროფესიის ქუთაისელის. სამოქალაქო თეატრის პირველი და წარმატებული პროექტი ჯერ კიდევ ახსოვთ, ეს იყო “იკითხე კონსტიტუცია, ისწავლე თავისუფლება”. სიგელი გადაეცა ზეკო ხაჩიძეს.
– მერაბ კვიცარიძე – სიგელი გადაეცა ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორს, ექიმი უროლოგს, ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პრემიის ლაურეატს მერაბ კვიცარიძეს. ის ასევე ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატია, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია “გულთა” კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ისრაელის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ნერგის” ვიცე-პრეზიდენტი, ქართული კულტურის ქომაგი, ქართული კულტურის ამაგდარი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელია – მას უმდიდრესი ბიოგრაფია აქვს.
– სკოლა “მერმისი”, ლალი აბაშიძე – “ლიდერი საქმეში, ლიდერი პროფესიაში“ დაჯილდოვდა ასოცირებული პროფესორი, წარმატებული მმართველი, ლიდერი ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი აბაშიძე. ის ერთ-ერთი პირველი, იყო, რომელმაც იმერეთში კერძო სკოლა “მერმისი“ დააარსა და უკვე 23 წელია, ეს სკოლა ასეულობით საინტერესო, ნიჭიერ და სასახელო მოსწავლეებს ზრდის. ასევე ქალბატონო ლალი პირველია, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულების პარალელურად დააარსა სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი “ცისფერი ლაგუნა“, სადაც არა მარტო ქუთაისიდან, არამედ იმერეთის რეგიონიდან ადამიანები ამ ცენტრს ჯანსაღი ცხოვრებისთვის მიმართავს. ლალი აბაშიძე, ასევე 28 წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. დღეს მას 40 დასაქმებული ჰყავს სკოლაში და ათობით ადამიანი გამაჯანსაღებელ ცენტრში.
– ნათია გურეშიძე – ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ყვავილების სალონი “Flowers Lovers” არსებობის 17 წელს ითვლის. 24-საათიან რეჟიმში მაღაზია შეკვეთებს საქართველოს მასშტაბით იღებს. სალონის ფლორისტებს და დიზაინერებს ასობით წყვილის ბედნიერი დღე აქვთ გალამაზებული. დაუღალავი, შრომის და გაფერადებული დღეების უკან კი ნათია გურეშიძე დგას, რომელიც მის გუნდთან ერთად ყოველთვის მზად არის, რომ ადამიანების განწყობა და ნებისმიერი გარემო არაჩვეულებრივი და სასიამოვნო გახადოს.
– მადონა ბარათაშვილი – იმერეთში პრეტენზიული ხალხი ცხოვრობს, თუმცა ყველა პრეტენზია ქრება, როდესაც საქმე პროფესიონალებს და საკონდიტრო “რაფაელოს” ეხება. ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეულ კომპანიას იმერეთში 12 ფილიალი აქვს, აქედან 8 ქუთაისში, დანარჩენი საკონდიტროები კი წყალტუბოში, ზესტაფონსა და ხონშია განთავსებული. “რაფაელოს” პირველი ფილიალი 2014 წელს გაიხსნა. ამჟამად აღნიშნულ ქსელში 150 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმო ჯერ კიდევ განვითარებისა და გაფართოების ეტაპზეა, რაც ახლო მომავალში 2400 კვ მეტრზე გაშენებულ ევროპულ საწარმოს, უფრო მაღალ სტანდარტებს, მრავალფეროვან დახლებს და მეტ თანამშრომელს გულისხმობს. “რაფაელოს” დამფუძნებელმა, მადონა ბარათაშვილმა დაუღალავი შრომით და მისი გონიერებით საკონდიტრო საქართველოში ანგარიშგასაწევ კომპანიად აქცია.
– ნატო დანელია – ქუთაისში ერთ-ერთი წარმატებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონი ნატო დანელიაა. ის ამ დროისთვის ემიგრაციაში იმყოფება. არც მისი ცხოვრება ყოფილა მარტივი. 36 წელი საზღვარგარეთ გაატარა. ბევრი ბრძოლა უწევდა, მაგრამ არასდროს ნებდებოდა. ახლაც იბრძვის, იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. ის წლების განმავლობაში იყო დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სავაჭრო ცენტრის “გრანდომოლის” დირექტორი. ის მისი თვისებებით, შეუპოვრობით და მედგარი ხასიათით ნამდვილად არის ლიდერი და პროფესიონალი ქალი.
კომენტარები