მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ხანმოკლე წვიმის შედეგად ქუჩები იტბორება – ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში ხანმოკლე წვიმის შედეგად ქუჩები იტბორება – ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში რამდენიმეწუთიანი ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები იტბორება.

განსაკუთებით რთული მდგომარეობაა ფალიაშვილის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ჭავჭავაძის გამზირსა და ავტოქარხნის დასახლებაში.

მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რადგან ხანგრძლივი ძლიერი წვიმის შემთხვევაში მოსახლეობა დაიტბორება.

ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული კერძო საკუთრების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წვიმის შემდეგ ტროტუარი წყლით იფარება, რის შედეგადაც წყალი შედის ობიექტებზე, მომხმარებელი კი მათთან მისვლას ვერ ახერხებს.

კომენტარები