იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ჭუმბურიძის, ხაბაზის და ხარაძის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ჭუმბურიძე – გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია “ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).
ხაბაზი – გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.
ხარაძე – ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.
კომენტარები