მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში”  გადაიყვანეს

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში”  გადაიყვანეს

ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა “ვივამედში”  სამკურნალოდ გადაიყვანეს. ინფორმაციას ადვოკატი ლედი ტუკვაძე ავრცელებს.

უფლებადამცველი ამ დილით ქუთაისი ციხეში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პროტესტი 5 კამერაში  დაიწყო, პატიმრებმა თვითდაზიანებები  ყურადღების მიქცევის მიზნით მიიყენეს.

ისინი უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ  მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ.

ადვოკატის თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს.

უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ პატიმრების მოთხოვნები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით არ გამოსწორდება, მსჯავრდებულები ციხეში დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

კომენტარები