“გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის მიერ გამართულ გუშინდელ პოლიტიკურ აქტივობას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის თქმით, ის კმაყოფილია გუშინდელი აქტივობით.
“ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ განწყობით, რომელიც გუშინ ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან სუფევდა. საქართველო ვერ იქნება სრულფასოვანი, ძლიერი სახელმწიფო აფხაზეთის შემოერთების გარეშე, ხოლო აფხაზეთის დაბრუნება შეუძლებელია თუკი ადმინისტრაციული ცენტრი თბილისთან ერთად, ქუთაისშიც არ იქნება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები