მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ოკუპანტების ახალი გეგმა – ზემო იმერეთსა და რამდენიმე რეგიონში შესაძლოა, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდეს

ოკუპანტების ახალი გეგმა – ზემო იმერეთსა და რამდენიმე რეგიონში შესაძლოა, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის (“ძალა ერთობაშია”) დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ გასული თვის ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის “მთავრობის” დავალებით უკვე დასრულდა ე.წ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშაოები, რის საფუძველზეც ოკუპაციის ახალი გეგმა მზადდება. მისი სისრულეში მოყვანის შემთხვევაში კი, ოკუპაციის ახალი კერები გაჩნდება ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

“საუბარი არის იმ რუკაზე, რომლის მიხედვითაც, საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს დამატებითი 208 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციას. ჩვენი ჯერჯერობით არაოკუპირებული ნაწილის ოკუპაციას. საუბარი არის, აი, ამ აღიარების გარეთ მდებარე 208 კვ.კმ.-ზე, რომელიც მთელი პერიმეტრის, მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, დაწყებული მამისონის უღელტეხილის, დასრულებული თრუსოს ხეობით. საოკუპაციო რეჟიმმა ამაზე კარგა ხანია დაიწყო საუბარი და თავის ე.წ. სადელიმიტაციო კომისიას დაავალა ამ რუკების მომზადება.

სრული იგნორირება ხდება აი, ამ უდიდესი საფრთხის, რასაც ჩვენი მიწების ახალი ოკუპაცია ჰქვია. ერთი პრევენციული ნაწილი არ გადაუდგამს ხელისუფლებას, თუნდაც განცხადების დონეზე. ჩვენ კი ველოდებით ახალი ოკუპაციის დაწყებას და, აი, ამ ოკუპაციის პირისპირ რჩება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობა”, – აცხადებს ქაცარავა.

კომენტარები