მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოქალაქემ ტელეფონი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, სამართალდამცველები კი უმტკიცებდნენ, რომ ნივთი მოიპარა

ქუთაისში მოქალაქემ ტელეფონი იპოვა და პოლიციაში მიიტანა, სამართალდამცველები კი უმტკიცებდნენ, რომ ნივთი მოიპარა

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ადგილობრივმა ძვირად ღირებული ტელეფონი იპოვა და პატრონს დაუბრუნა.

ჟურნალისტი დავით ცხვარაძე წერს, რომ როდესაც ის, ქუთაისის პოლიციის მე-2 განყოფილებაში მივიდა და ნივთის პოვნის შესახებ უთხრა, სამართალდამცველებისგან აგდებული და მუქარის შემცველი საუბარი მოისმინა.

ჟურნალისტის თქმით, პოლიციელები მას უხეში და დამამცირებელი ფორმით ეუბნებოდნენ, რომ ნივთი მას არ უპოვია და მოიპარა.

“ტელეფონი ვიპოვე ქალაქის ტერიტორიაზე. აპარატი პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადავეცი პატრონს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ცოტა არ აწყენდა თქვენს პოლიციელებს ფორმის ჩაცმამდე ზრდილობა რომ ასწავლოთ, ან სად ნახულობთ ამ კადრებს? რა თქმა უნდა, ეს ამავე განყოფილების ყველა პოლიციელს არ ეხება”, – ამბობს დათო ცხვარაძე.

კომენტარები