საქართველოში 360 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული.
“ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნული ბანკისთვის გაგზავნილი ანგარიშის თანახმად, ეს სხვადასხვა სოციალური დახმარებების მიმღები მოსახლეობის ⅓-ზე მეტია. მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,118 ლარია.
მეორე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.7%-ს შეადგენდა.
2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
კომენტარები