მსახიობმა და რეჟისორმა ლორიტა ჯორჯიკიამ სამტრედიის მერიაში შიმშილობა გამოაცხადა.
ის ამ ფორმით ცდილობს ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურს და ქალაქის მერიას გადააფიქრებინოს მისი კუთვნილი სახლის დემონტაჟი.
საქმე ეხება სამტრედიაში ე.წ. ნახალოვკას უბანში, ძველ ორსართულიან საერთო საცხოვრებელ სახლს.
“ლორიტამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა ბინა აღნიშნულ შენობაში და ნელ-ნელა დაიწყო მისი რემონტი, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მის მიერ მოშენებული შვიდი კვადრატული მეტრი არის უკანონო და ექვემდებარება დემონტაჟს, ზედამხედველობის სამსახურმა კი 4000-ლარიანი ჯარიმაც ზედ მიაყოლა და ასე ბოლომდე გაიწირა ადამიანი და არავის აინტერესებს რა შეიძლება მოჰყვეს ამ სადამსჯელო ოპერაციას, რამდენად გაუძლებს ადამიანის გული, ნერვები და ფინანსები ასეთ უსამართლობას, დამცირებას და ბანკის ვალებს.
და ბოლოს, ადგილობრივი ჩინოვნიკების გასაგონად, სამტრედიას ჰყავს ლორიტა ჯორჯიკია და ამ ქალაქმა უნდა შეძლოს, უნდა ისწავლოს, უნდა მოახერხოს მსგავსი ადამიანების დაფასება, მათი ნიჭის და შესაძლებლობების შეფასება, მათი იდეების და მოქალაქეობრივი პოზიციონირების რეალობად ქცევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაეკარგება ჩვენ ქალაქს დოგვილად გადაქცევის პერსპექტივა და სწორედ ასეთ ქალაქში ცხოვრება გახდება ყველა ჩვენგანისთვის სასურველი, საამაყო და სასიამოვნო”, – ამბობს სამტრედიაში “დროას” ადგილობრივი ლიდერი იმედა გოგავა.
კომენტარები