იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ჩანთაში სამართებელი ჩაუდო და შემზარავი წერილი გაუგზავნა.
წერილს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
“მარიამ, მესამე ზარი როგორც კი დაირეკება საპირფარეშოში ცერა თითიდან ვენამდე გადაისევი. არ იზავ და როგორც კი დრო მომეცემა დაგინახავ ტუალეტში და უნიტაზში ჩაგახრჩობ. გადაისევი და სიმშვიდე მოგეცემა, აღარ იჭორიკნებ. ჩაშვებას არ ვართ”, – წერს მოსწავლე თანაკლასელს.
კომენტარები