მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ჩაის სახლ “ფოე-ფოეში” პეტრე ოცხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქუთაისში, ჩაის სახლ “ფოე-ფოეში” პეტრე ოცხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ქუთაისში, ჩაის სახლ “ფოე-ფოეში” პეტრე ოცხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

შეკრებილებმა მოისმინეს ამბავი პეტრე ოცხელსა და მის შემოქმედებაზე, საღამოს დასასრულს კი, ჩაის სახლი მათ ტკბილეულით, ღვინით და ცივი ჩაით გაუმასპინძლდა.

აღსანიშნავია, რომ ჩაის სახლში გახსნის დღიდან პეტრე ოცხელის არაერთი ნამუშევარია წარმოდგენილი.

როგორც ჩაის სახლში აღნიშნავენ, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება და ელოდებიან ყველას, ვისაც ჩაი და ხელოვნება ერთნაირად აღაფრთოვანებს.

კომენტარები