“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას თანამოაზრეებთან ერთად მოსახლეობასა და თანამებრძოლებთან შეხვედრების შემდეგ მიიღებს.
მისი თქმით, შეხვედრები იქნება იმერეთსა და სამეგრელოში, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას მისი გუნდი გამოაცხადებს.
“საბოლოო გადაწყვეტილება ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მიღებული იქნება. მესმის საზოგადოების ინტერესი, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება და ძალიან ბევრმა ადამიანმა, შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს “ბილტმორში“, იგივე შეხვედრა გვექნება კვირას იმერეთში, ქუთაისში, 5 ნოემბერს გვექნება სამეგრელოში, ზუგდიდში და ეს შეხვედრები გაგრძელდება, ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
არაფორმალური მმართველობა რუსული ყაიდის და მოდელის მმართველობა, არაფორმალური როდესაც არის ქვეყანაში მმართველობა, ექვემდებარება ვერტიკალს, აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიმტაცებელს შესაძლებლობა ეძლევა, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, რომ გაატაროს ის საგარეო კურსი, რომელიც მას მიაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა ნიკა მელიამ “რეაქციაში”.
კომენტარები