შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის ახლად შექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა დღეს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გახსნა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე წარადგინა.
ლევან დარახველიძეს ამ დრომდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება.
ადგილზე დასაქმებული სამართალდამცველები 4 მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს მოემსახურებიან.
კომენტარები