მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთსა და რამდენიმე რეგიონში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქია გამოვლენილი

იმერეთსა და რამდენიმე რეგიონში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით აფთიაქია გამოვლენილი

საგამოძიებო სამსახურმა წელს ათეულობით აფთიაქი გამოავლინა, რომლებიც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ მედიკამენტების რეალიზაციას.

ქალაქ თბილისში, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთისა და კახეთის  რეგიონებში გამოვლენილი აფთიაქები შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ როგორც სააფთიაქო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ასევე იქ მომუშავე, დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული პირებიც.

ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, მათ ნაწილს გარკვეული პერიოდით აეკრძალათ ფარმაცევტული საქმიანობა.

აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები