ქუთაისში, რიონისპირა ისტორიული სახლების დაზიანების პროცესი გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ისევ ავარიულია.
“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რიონისპირა სახლების ფუნდამენტური რეაბილიტაცია მთავარ პრიორიტეტად დაასახლა, რამდენიმე წლის წინ პროექტირებაზე ტენდერიც გამოცხადდა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა.
ადგილობრივებს ცხოვრება ავარიულ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში უხდებათ ცხოვრება, რადგან სახლებზე თვითნებური ჩარევის უფლება არ აქვთ.
“უკვე ნამდვილად აღარ გვჯერა იმის, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია მოხდება. წლებია, ვისმენთ ფუჭ დაპირებებს, თუმცა რეალური ნაბიჯი არცერთ მერს გადაუდგამს. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. ხანდახან მგონია, რომ კამიკაძეები ვართ, ისეთ სახლებში ვცხოვრობთ და ვზრდით ბავშვებს. ერთია, რომ ჩვენ ასეთ პირობებში ვცხოვრობთ და არ გვდარდობენ, მეორეა ქალაქისთვის როგორი სამარცხვინოა ადგილი”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ქუთაისში ჯაჭვის და წითელ ხიდებს შორის მდებარე მეცხრამეტე საუკუნის 10–მდე სახლის რეკონსტრუქციისთვის ვარაუდობენ, რომ 15 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
კომენტარები