მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში 4-დან 3 მატჩი მოიგო

ქუთაისის 20-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში 4-დან 3 მატჩი მოიგო

საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული კლუბი “ქუთაისი 2010”  20-წლამდელთა გუნდით ევროტურნირში ასპარეზობს. იმერული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი წრის მატჩების ჩასატარებლად ჩეხეთში იმყოფებოდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ქალაქ ბრნოში გამართული 4 შეხვედრიდან 3-ში გაიმარჯვა.

რაც შეეხება ტურნირს, 20-წლამდელთა ევროპის ლიგაში მთლიანობაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 5 ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეულ ჯგუფში 9 გუნდია და რეგულარულ ჩემპიონატში ისინი თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. ქუთაისი A ჯგუფშია, სადაც მეტოქედ  შემდეგი  8 გუნდი ჰყავს: ინტერ ბრატისლავა (სლოვაკეთი), ბუბა ბასკეტი (ბულგარეთი), კოლენო, კოლეფერო (ორივე იტალია), სტამბოლის აკადემია (თურქეთი), ლონდონ ლაიანსი (დიდი ბრიტანეთი), ლოზანის აკადემია (შვეიცარია).

ამ 8 გუნდიდან ქუთაისი 4-ს ეთამაშა. ტუღუშის გუნდმა სტამბოლის აკადემიას 94:69 (სტატისტიკა) მოუგო, ხოლო ლონდონელი “ლომები” 88:78(სტატისტიკა) დაამარცხა. მესამე შეხვედრაში ქუთაისელებმა ბულგარულ ბუბა ბასკეტს 78:73 (სტატისტიკა) სძლიეს და ბოლო შეხვედრაში სლოვაკურ ინტერთან 83:89 (სტატისტიკა) წააგეს.

ქულების მხრივ გუნდს გიორგი სულაბერიძემ ულიდერა, რომელიც მატჩში საშუალოდ 16 ქულას აგროვებდა. საშუალოდ 7.5 პასი ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს, ხოლო მოხსნებში (8.3) საუკეთესო იყო ნიკოლოზ კოზაშვილი.

ქუთაისის გუნდი რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო 4 მატჩს 2024 წლის 11-14 იანვარს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართავს.

კომენტარები