მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება სავარაუდოდ, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება

მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება სავარაუდოდ, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება

დავაინიცირე ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ანაზღაურება მოვიდეს შესაბამისობაში იმ კოეფიციენტებთან, რომლებიც დადგენილია საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება.

“კანონპროექტში სქემაც არის მოტანილი – არსებული ხელფასი, დაინიცირებული ხელფასი და ასევე, კოეფიციენტიდან გამომდინარე რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მაქსიმალური ხელფასი. ამ ინიციატივით ჩვენ ეს სრულად არ ავითვისეთ. მე გახლავართ კანონპროექტის ინიციატორი და მევე გამოვიტან კომიტეტზე. მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის არის. ასე რომ, ეს შესაძლოა, იყოს დამატებითი მოტივაცია ოპოზიციისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე იყვნენ აქტიურად წარმოდგენილი და მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ამის გათვალისწინებითაც, ჩემი ინიციატივაა, რომ მომავალი პარლამენტის წევრებს გაეზარდოთ, რათა არ იყოს რამე აღქმა, თითქოს პარლამენტი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები