მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებულია 32 და 33 წლის მამაკაცები. მათ საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა ტიპის საკეტების გასახსნელად საჭირო დიდი რაოდენობით იარაღები და მოწყობილობები აღმოაჩინეს.

გამოძიების ცნობით, ქართველებმა ქურდობა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩაიდინეს, გახსნილია 15 საქმე.

გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც 8 ადამიანისგან შედგება.

მედიის ცნობით, დაკავებულებმა ჯამში 53 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს და ნაწილი ლომბარდში ჩააბარეს. ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ოქრო და ძვირად ღირებული სამკაულები, იარაღები, ნარკოტიკული ნივთიერება, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, ბრენდული სათვალეები, კატანის ტიპის ხმალი და 3 დასაკეცი დანა,  ასევე, მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები საბერძნეთში ნასამართლევი არ ყოფილან, თუმცა მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ესპანეთსა და გერმანიაში მიმდინარეობდა.

კომენტარები