მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის და არა მილიონერთა კლუბის ინტერესებს”

“ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის და არა მილიონერთა კლუბის ინტერესებს”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის და არა მილიონერთა კლუბის ინტერესებს.

“ერთი რამ ვიცი, რომ მომავალ პარლამენტში უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი თითოეული დეპუტატი. ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ინტერესებს და არა ვიწრო, მილიონერთა კლუბის ინტერესებს. ეს ნამდვილად ვიცი. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა, ის უნდა ჩანაცვლდეს ხალხის ინტერესებით და მე დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადამე, პარლამენტსაც.

პარტიის შექმნაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, როდესაც პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, „ბილტმორში“, იქვე განვაცხადე, რომ დიდ ქალაქებში იქნება არაერთი შეხვედრა და მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილებას გაგანცობთ. გავაცნობ საზოგადოებას მედიის საშუალებით, როგორ გრძელდება ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი, რაც არის ჩემთვის, ათასობით და ათიათასობით თანამოაზრისთვის – როგორ უნდა ჩანაცვლდეს ფული პოლიტიკაში ქართველი ხალხის ინტერესით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დიდ ქალაქში გაიმართება ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები