“რუსეთი ოკუპანტია”, “რუსული მშვიდობა კლავს” – ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია გაიმართა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი მკვლელობა გააპროტესტეს.
ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეიკრიბნენ და ოკუპანტების ქმედება დაგმეს. მათი თქმით, რუსეთთან კოლაბორაცია უშედეგოა და ხელისუფლებას მათთან დათბობითი პოლიტიკა არ უნდა ჰქონდეს.
რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
კომენტარები