მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წყალი ჩამოდის, კედლები ნესტიანია” – ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

“წყალი ჩამოდის, კედლები ნესტიანია” – ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, კორპუსის სახურავი დაზიანებულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, კედლები ნესტიანია, ლიფტები კი ამორტიზებული.

დევნილების თქმით, მათ ცხოვრება ურთულეს პირობებში უხდებათ.

“სამი წელია, რაც ამ კორპუსში გადმოვედით, იოსელიანის 13-ში და იმის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, წყალი ჩამოდის, კედლები მთლიანად ნესტიანია, თავზე გვაწვიმს, მანამდე სადაც ვცხოვრობდით, იქ არ გვაწვიმდა მაინც, ასე ცხოვრება შეუძლებელია”, – აცხადებს დევნილი.

დევნილთა სააგენტოში დევნილებს ეუბნებიან, რომ კორპუსის პრობლემები მერიამ უნდა მოაგვაროს, რადგან შენობა სტიქიის დროს დაზიანდა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ იოსელიანის ქუჩა #13-ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. მათი თქმით, გამოცხადებულია ტენდერი დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად, რომელიც 13 ნოემბერს დასრულდება და მალევე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კომენტარები