უბედური შემთხვევა ქუთაისში – გუგუნავას ქუჩაზე არსებული მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა.
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
“ინფო იმერეთს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები