ქუთაისში უბედურ შემთხვევას 47 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სულხან საბას ქუჩაზე მოხდა.
მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული, სამუშაოს დროს კი ამწე კალათიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ტრაგიკული შემთხვევა მისივე შეცდომით მოხდა.
“შევხედეთ, რომ კალათა გადატრიალდა, მესამე თუ მეოთხე სართულზე იყო. გაუმართავი არ იყო, დამცავი ამოაძრო თვითონ, ჩამკეტი, რომ კალათა არ გადაბრუნებულიყო, ადგილზევე დაიღუპა”, – აცხადებს თვითმხილველი.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები