მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა”

“გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა”

გელათის ტაძარში დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ, – ამის შესახებ კედლის მხატვრობის რესტავრატორმა ლელა ნინოშვილმა განაცხადა.

“დაზიანების პროცესი აქტიურია იმ ნაწილში, სადაც მოხდა წყლის ჩადინება და იმ ნაწილში, სადაც განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა. იქ, ერთმნიშვნელოვნად, დაზიანება არის მიმდინარე და პროცესი მიდის გაუარესებისკენ. ამ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ პროცესი არის მიმდინარე, ჯერჯერობით ვიფარგლებით მხოლოდ კვლევით, რომ სრულად შევისწავლოთ მდგომარეობა. ამ ნაწილში ვერ ხორციელდება საკონსერვაციო ჩარევა, მაგრამ დანარჩენ ნაწილებშიც, მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ტაძარია მოხატული, გამოვლინდა არეალები, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, გადაუდებელ სტაბილიზაციას და სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს.

რაც შეეხება გადახურვამდე განსახორციელებელ სამუშაოებს, სწორედ ამიტომ არსებობს კონსერვაციის დარგში ეს გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ვიდრე დასრულდება სრულმასშტაბიანი კვლევა და ვიდრე გადახურვა არ დასრულდება, მოხდეს იმ ადგილების ფიქსაცია, რომელიც კრიტიკულად მძიმეა და რომელიც დაკარგვის რისკის ქვეშ არის.

უკანასკნელი ჩარევები, რომლებმაც მოიცვა დასავლეთის მკლავის ზედა რეგისტრები, სრულმასშტაბიანი კვლევა ადასტურებს და ეს არ არის ჩემი მოსაზრება, რომ ის არის შეუთავსებელი ძეგლის ფიზიკურ, ტექნიკურ მდგომარეობასთან, შეუთავსებელი მისი შესრულების ტექნიკასთან და ის არის დამაზიანებელი სამწუხაროდ. ახალი შეუთავსებელი მასალებია, რომლებიც პროგრესირებს და იწვევს ახალ დაზიანებას“, – განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

კომენტარები