ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კომპანია Bolt-ის 200-მდე მძღოლი მე-6 დღეა, მგზავრთა მომსახურებაზე უარს აცხადებს და ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან არიან შეკრებილი.
Bolt-ის გაფიცულ თანამშრომლებს სხვადასხვა ტაქსის კომპანიის მძღოლები სოლიდარობის ნიშნად შეურთდნენ.
აქციის მონაწილეები მგზავრობის ტარიფის 20%-ით გაზრდას მოითხოვენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, აღნიშნული ტარიფით მათ მუშაობა განაახლონ.
კომენტარები