მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი ვარ მე” – პარლამენტის ყოფილ შენობასთან მდუმარე პერფორმანსი გაიმართება

“ქუთაისი ვარ მე” – პარლამენტის ყოფილ შენობასთან მდუმარე პერფორმანსი გაიმართება

ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ქეთი ბერძენიშვილს ხვალ დაკრძალავენ.

დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი ქუთაისში, წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

სამოქალაქო თეატრის ორგანიზებით კი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობასთან 13:45 საათზე მდუმარე პერფორმანსი – “ქუთაისი ვარ მე” გაიმართება.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ყვავილებით ხელში მეგობრები და სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების ქეთი ბერძენიშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები