მთავარიახალი ამბები

“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ზამთარი ამ ტრაგედიაში მოუწევს გელათს გაატაროს”

“სამწუხაროდ, კიდევ ერთი ზამთარი ამ ტრაგედიაში მოუწევს გელათს გაატაროს”

დროს გელათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, ეს დრო ძალიან სწრაფად გადის და კიდევ ერთი ზამთარი ამ ტრაგედიაში მოუწევს გელათს გაატაროს, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.

“რთულია ამ პროცესის მიმართ ნდობა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც ნეიტრალურად უყურებს საკითხს, შედეგიც სახეზეა. 7 თვის თავზე გვაბარებენ 6 თვის თავზე ანგარიშს გვაბარებენ და გვეუბნებიან, რომ არის გარკვეული პერიმეტრი ფრესკებისა, რომელიც აღარ აღდგება.

საუბარია, რომ გელათში წყალი აღარ ჩადის, ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ გელათის იმ ფენებში, რომელიც შევსებულია სახურავში შემავსებელი მასალით, არ არის გაჟღენთილი წყლით, როდესაც გუმბათიც კი გადაუხურავია, როდესაც სახურავის ოთხი ნაწილი გადაუხურავია, როდესაც ნაწილობრივ არის გადახურული წმინდა გიორგის ეკლესია. პირველ რიგში ამისთვის საპატრიარქო უნდა იბრძოდეს.

დროს გელათისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სამწუხაროდ, ეს დრო ძალიან სწრაფად გადის და კიდევ ერთი ზამთარი ამ ტრაგედიაში მოუწევს გელათს გაატაროს. შედეგს უკვე ვხედავთ და უარესის მოლოდინი გვაქვს.

რადგან ადამიანების ნაწილმა გადაწყვიტა იმუშაონ პარლამენტში, მე მგონი, ამ თემასაც გარკვეული ყურადღება უნდა დაუთმოს და მინიმუმ ერთი კითხვა დაუსვას წულუკიანს – როგორ შეიძლება დღეს ის იყოს მინისტრი, თუკი მისი დაქვემდებარების სფეროდან გელათი უბრალოდ გამქრალია”, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

გელათის რეაბილიტაციის პროექტი კულტურის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ გადასცა.

კომენტარები