მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ოცნების” დეპუტატმა მგალობლიშვილმა სხდომაზე ქალ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

“ოცნების” დეპუტატმა მგალობლიშვილმა სხდომაზე ქალ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ დაპირისპირება იყო.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინა ბოკუჩავას “ნაბიჭვარი” უწოდა. ბოკუჩავა მოითხოვდა, რომ დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.

მოგვიანებით მგალობლიშვილმა თქვა “გაა*ვი, დედა შევ**ი”. ამ დროს მის სკამთან რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იმყოფებოდა. მოგვიანებით მან ანი წითლიძეს მიკროფონი მოუქნია, საპასუხოდ კი წითლიძემ მას ფურცლები ესროლა.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, საბოლოოდ კი ლევან მგალობლიშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

პარლამენტში ხმაური რატი ბრეგაძის სიტყვას მოჰყვა, როცა მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. ბოკუჩავამ ბრეგაძეს სიტყვა გააწყვეტინა და მის განცხადებას ტყუილი უწოდა, ამან “ოცნების” წევრი გააღიზიანა.

კომენტარები