მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ათეულობით მონაკვეთია ძალიან ცუდად გაკეთებული და ეს დაძრული ფერდები დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იტყვის”

“ათეულობით მონაკვეთია ძალიან ცუდად გაკეთებული და ეს დაძრული ფერდები დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იტყვის”

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე მეწყერსაშიში ფერდობის გამაგრებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია.

ფერდობის დინამიკაში მოსვლა პირველად 2022 წლის ივნისში დაიწყო, რის გამოც, სახელმწიფომ გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დააწესა.

სპეციალისტების თქმით, ეს თანხა საკმარისი არაა და შესაძლებელია სხვა ფერდის ჩამოშლა ნებისმიერ დროს მოხდეს.

“ერთი კი არა, რამდენიმე მეწყერია დაძრული, ათეულობით მეწყერია დაძრული. იმიტომ, რომ ათეულობით მონაკვეთია ძალიან ცუდად გაკეთებული და ეს დაძრული ფერდები დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იტყვის. ეს ასე მარტივად არ გვარდება. როდესაც ვამბობთ, რომ ეს იქნება პრობლემა, არ ნიშნავს, რომ ხვალ რომ გავიღვიძებთ, ეს შეიძლება პრობლემა დადგეს. გეოლოგიური პროცესები არის დროში განვრცობადი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს დაძრული სისტემა შეიძლება იყოს პრობლემატური. ძალიან დიდი ფერდია, ის 65 მილიონიც როგორ უშველის არ ვიცი”, – აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციაა, ტენდერები ცხადდება, თანხის გამოყოფა ხდება, თუმცა მათი მთავარი ორიენტირი “ქართული ოცნების” “შავი ყულაბაა”.

კომენტარები