ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთი მუდმივად დატბორილია.
“ლესელიძის ქუჩაზე, რიონჰესის ჩასახვევთან გადმოდის სანიაღვრე არხი. დაახლოებით ნახევარი კილომეტრ მანძილზე მოედინება. მთლიანი გზა არის მუდმივად სველი და ფუჭდება ახალ დაგებული გზის საფარი. ანალოგიური მდგომარეობაა წყაროსთან და ბოტანიკურ ბაღთან. ჭომაში მიმავალი მთლიანი გზა არის მუდმივად სველი”, – წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ზურა ნემსიწვერიძე.
კომენტარები