მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ვარლამ გოლეთიანის და მასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

ქუთაისში ვარლამ გოლეთიანის და მასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

ქუთაისში ვარლამ გოლეთიანის და მასთან ერთად დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან არიან შეკრებილი.

აქცია ანალოგიური მოთხოვნით თბილისშიც იმართება, შეკრებილებს ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ.

ცნობილია, რომ ვარლამ გოლეთიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციის 11 მონაწილე დააკავეს, მათ შორის არიან ვარლამ გოლეთიანი და ჟურნალისტი რატი რატიანი.

დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აქციის მონაწილეები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია გაუქმდეს. მათი თქმით, ეს ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

კომენტარები