ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროელებსა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” შორის შეთანხმება შედგა.
დარკვეთელი მაღაროელები თებერვლიდან ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადავლენ, რაც 15 დღე მუშაობას და 15 დღე დასვენებას გულისხმობს, მათი სამუშაო დღე კი 12-საათიანი იქნება შესაბამისი ანაზღაურებით.
აღნიშნულ მაღაროში დასაქმებულები 5 დღის წინ გაიფიცნენ, მათ სოლიდარობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულმა ყველა მაღარომ გამოუცხადა, რის შედეგადაც ამ დრომდე 13 მაღარო გაჩერებული იყო,1700-მდე დასაქმებული კი გაფიცული.
კომენტარები