მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ

ქუთაისში, საფინანსო დაწესებულებებთან კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები დააყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან ბრძოლა ამ ფორმით გადაწყვიტა.

სამართალდამცველები ბანკის შენობების მიმდებარედ როგორც დარაჯები, ისე არიან განთავსებული.

“ვიცავთ საზოგადოებრივი წესრიგს და იმიტომ ვართ აქ”, – ამბობს პოლიციელი “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

მოსახლეობა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ჟესტით დაადასტურა ის, რომ  დანაშაულის შემდეგ მყისიერ რეაგირებას ვერ ახდენს და ურჩევნია, რომ პოტენციური კრიმინალები სამართალდამცველებით დააშინოს.

გახშირებული თავდასხმების ფონზე ბანკებთან პოლიცია იმერეთის რეგიონის  მასშტაბით რამდენიმე დღეა, რაც მობილიზებულია.

კომენტარები