მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულმა კლდოვანმა მასამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა

ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულმა კლდოვანმა მასამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რომელმაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.

ქვის ცვენის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არასათანადო ხილვადობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილით განახლდება.

კომენტარები