ჭიათურაში მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჭიათურის №1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში, ტრაგიკულად დაღუპული მე-11 კლასელის ქეთი ფერაძის შესახებ წერს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“ქალაქ ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები და მათი მშობლები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლის ქეთი ფერაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
კომენტარები