ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია. მინის ფრაგმენტი გაბზარულია და შემოღობილია, რადგანაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის.
ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა.
გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებიც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ არა მხოლოდ თეთრი ხიდი დაზარალდა. ე.წ. რეაბილიტაციის შედეგად ავთენტურობას კარგავს იმერეთის მეფეთა სასახლე “ოქროს ჩარდახი”. ასევე გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა ისტორიულ სახეს ცენტრალური ბულვარი, რადგანაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა.
კომენტარები