მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონის სასამართლო სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პედაგოგის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ზესტაფონის სასამართლო სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პედაგოგის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

გაუშვებს თუ არა ციხეში მასწავლებლის სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს მოსამართლე – ეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში რამდენიმე წუთში გაირკვევა.

პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

მისი თქმით, მის მიმართ ცილისწამება განხორციელდა და სავარაუდო მიზეზად სკოლაში მისი ადგილზე სხვის ინტერესებს ასახელებს.

პროკურატურა პედაგოგისთვის პატიმრობას და სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვს. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და შესაბამისად მისი მოთხოვნა იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იყოს.

კომენტარები