მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ახალბედა მწერლის ანდრია წყაროზიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში ახალბედა მწერლის ანდრია წყაროზიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის ანდრია წყაროზიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ახალბედა მწერალმა წიგნის “ზნეს” პრეზენტაცია “ლუდის მუზეუმში” გამართა და ქუთაისში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანი მიიწვია.

“გაბრიელ დუდავა ჩემი წიგნის გმირია, მისი ცხოვრება  გავლენიან მაღალჩინოსნებთან დაპირისპირების შემდგომ თავდაყირა დგება. ამავდროულად, უკვე თავზე ხელაღებული ბიჭი, რომელსაც ტრადიციების მიმდევარი შეყვარებული ჰყავს, აღმოაჩენს, რომ მისი რჩეული განსხვავებული ორიენტაციისაა. სწორედ აქ იწყება მათი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება, რომელიც საბედისწერო შედეგებამდე მიდის.

წიგნის წერა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ის ლგბტ თემატიკაზე არის. იმ ტაბუდადებულ თემას, რომელიც საქართველოში ხმამაღლა არ საუბრობენ და  მათი დისკრიმინაცია ხდება. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ობიექტურად მაქვს აღწერილი ის  გარემოებებია, რაც  ჩვენთან ხდება.  ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გვერდით დგომასა და მხარდაჭერაში”, – ამბობს მწერალი ანდრია წყაროზია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია მაღაზიაში “სანტა ესპერანსა” და “საქართველოს ეროვნულ  ბიბლიოთეკაში”.

კომენტარები