მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვეხმარებით კლასელს, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი  სიმსივნე აქვს”, – მოსწავლეების ქველმოქმედება ქუთაისში

“ვეხმარებით კლასელს, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი  სიმსივნე აქვს”, – მოსწავლეების ქველმოქმედება ქუთაისში

ქუთაისში, პირველი სკოლის მოსწავლეები კლასელს ეხმარებიან. 14 წლის თიკა დოღონაძეს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე  დაუდგინდა და ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

ბავშვებმა კლასელის დასახმარებლად ხელნაკეთი ნივთები დაამზადეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდიან.

“ვეხმარებით ჩვენს კლასელს, მას ახლა სჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. ვყიდით ჩვენს მიერ დამზადებულ აქსესუარებს”, – ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

ვისაც  ფინანსური მხარდაჭერის სურვილი  გაუჩნდება, მათ აღნიშნულ ანგარიშის ნომრებზე შეეძლებათ დახმარება.

საბანკო რეკვიზიტები:

საქ. ბანკი: #GE74BG0000000161347823

თიბისი: #GE34TB7278145061100043

მიმღები: ნინო სარჩიმელია

კომენტარები