მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ორი შიგნით იყო, ერთი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა” – მორიგი ქურდობა ქუთაისში

“ორი შიგნით იყო, ერთი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა” – მორიგი ქურდობა ქუთაისში

ქუთაისში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, უცნობი პირები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები