მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ხონში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა

ხონში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი დაჭრა

ხონში ოჯახის წევრებს შორის დავა სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა. დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.

თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” აცხადებენ, რომ გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.

50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცი ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ ჰქონდა.

მამაკაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები