მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის ციხეში პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი კვირის განმავლობაში არ მიუციათ წამალი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

“ქუთაისის ციხეში პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია, ორი კვირის განმავლობაში არ მიუციათ წამალი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარს ორი კვირაა, საჭირო მედიკამენტებს არ აწვდიან.

როგორც ადვოკატი ნინო მეფარიშვილი აცხადებს, პატიმარი, რომელიც მისი ოჯახის წევრია, უმძიმეს მდგომარეობაშია, თუმცა როგორც დაწესებულების ხელმძღვანელობა, ასევე ექიმი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ ფაქტს გულგრილად ეკიდებიან.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია, მოთავსებულია ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში. ორი კვირის განმავლობაში არ მიუციათ წამალი, რომელიც მისი ქრონიკული დაავადებებისთვის არის აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მას აქვს ქრონიკული თრომბოზი, მარცხენა ფეხი მთლიანად და მთავარი საჩინო ვენა აქვს დათრომბილი და ასევე 15 სანტიმეტრის დიამეტრის წყლული, კვდება უკვე ეს ქსოვილები, მიუხედავად ამისა, გულგრილად ეკიდება ამას ყველაფერს, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელობა, ასევე ექიმი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც მათ შორის.

2-ჯერ წერილი მივწერე, 30-ჯერ დავრეკე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ აქვთ, ტყუილი დაპირებები და ბიუროკრატიული კომუნიკაციები აქვთ, თითქოს ჩემი წერილი ვერ მივიდა მათთან, თითქოს რაღაც-რაღაცები ვერ გაიგეს, როდესაც მთავარი ექიმი გულგრილია და თითქოს რაღაც-რაღაცებს ჩაგიტარებთ, ასე ვიზამთ ისე ვიზამთ, თითქოს არაფერი არ სჭირს. კაცს ფეხი ულპება ხედავენ და არანაირი რეაგირება არ აქვთ”, – აცხადებს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი.

კომენტარები