“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ იმერეთის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდება.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შეხვედრა ქუთაისში 13:00 საათზე გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.
კომენტარები