ახლობლები ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპულ ქუთაისელ გიორგი ჯაილავას ემშვიდობებიან.
ახალგაზრდა ბიჭი ავტოავარიაში გუშინ, გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეზე დაიღუპა.
“ყველა სიტყვა ზედმეტია. არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ტკივილს შეამსუბუქებს. ღმერთს ებარებოდეთ. წავიდა გიორგი მის ანგელოზთან ნათელი იმიერში ღიმილის ბიჭო”, – წერს ახლობელი.
გასული წლის ზაფხულში უბედურ შემთხვევას გიორგი ჯაილავას 5 წლის შვილი ემსხვერპლა. ტრაგედია ჩაქვში 2023 წლის 18 ივლისს მოხდა, 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო.
კომენტარები