მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმერეთიდან ერთი კაციც არ დასწრებია პროტესტს”

“იმერეთიდან ერთი კაციც არ დასწრებია პროტესტს”

“ქართული ოცნების” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე თავებს ითვლის და ამტკიცებს, რომ გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მხოლოდ 3 ათასი ადამიანი იყო.

როგორც ირკვევა, წაქაძე მისივე რეგიონის მცხოვრებლებს აკონტროლებს, დადიან თუ არა აქციაზე და ამტკიცებს, რომ იმერეთიდან “ერთი კაციც” არ დასწრებია პროტესტს.

“მომისმინეთ, დღეს მე ყველგან დავრეკე ჩემს რეგიონებში, ოთხივე რაიონში, ერთი კაცი არ არის იქ, არც მოდიან… გადავამოწმე კი არა, ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. ხალხის სახელით საუბრობენ. ხალხის სახელით უნდა ვისაუბრო მე და ჩემმა კოლეგებმა, ჩვენ მოგვცეს ხმა… 500 კაცი იყო, 2 000, 3 000 იყო მაქსიმუმ ხო? და ნახევარ საათში დარჩა 500”, – ამბობს წაქაძე.

კომენტარები